Saturday, October 10, 2009

შენ მარტო არ ხარ

პროექტი ,,შენ მარტო არ ხარ”

მისი მიზანია მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ წერილის წერის ტექნიკა და ვანუგეშოთ ხატია და შოთა თვალიაშვილები X 1 კლასის მოსწავლე-ლტოლვილები ცხინვალიდან მთავარია მათ თავი არ იგრძნონ მარტოსულად უცხო ქალაქში და მსოფლიოში .
X1 კლასში შევიტან წინადადებას. წინადადება მდგომარეობს შემდგომში :კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია ლტოლვილ ბავშვებზე საქრთველოში და მის ფარგლებს გარეთ. მაგალითისთვის ვუსახელებ ლტოლვილებს აფხაზეთიდან და გროზნოდან (ამ ბავშვებისთვისაც უცხო ენაა ინგლისური ენა) .შემდეგ გაკვეთილზე წერენ წერილებს სხვადასხვა თემაზე (ინგლისურ ენაზე )და ვთხოვ გაგზავნონ ეს წერილები ლტოლვილი ბავშვების მისამართებზე ფოსტით ან ელ-ფოსტით,ასევე ვთხოვ მოიძიონ ფოტომასალა ინტერნეტით თემაზე ,, ომი გორში ,სოხუმში ,გროზნოში” .
ეს პროექტი სასარგებლო იქნება როგორც ინგლისური ენის , ასევე ისტორიისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთ ათვისებისთვის .
სამუშაო ენა :ქართული ,ინგლისური .
შესაძლო მონაწილეები:სოხუმის III სკოლის X1 კლასი; გროზნოს III სკოლის X1 კლასი .
ამ პროექტს კავშირი აქვს ისტორიასა და ინფორმატიკასთან .მისი საშუალებით მოსწავლეები გაიმდიდრებენ საკომუნიკაციო სიტუაციის ტიპებს ,ხდებიან უფრო დამოუკიდებელნი ,ეუფლებიან ისეთი ტექსტების წერას როგორიცაა პირადი წერილები –რაც ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას ყველაზე მეტად დასჭირდებათ.შესძლებენ გაავლონ პარალელი საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა და გარემოსთან .მიეცემათ საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე .უცხო ენის პრაქტიკულ გამოყენებაში შედის პროექტის განხორციელება.
ფასილიტატორი –თამარ რემიშვილი remishvilitako@gmail.com
ჩემი პორტფოლიო:
თანამედროვე სასკოლო ნივთები(გაკვეთილის გეგმა)